„კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
30-04-2020, 14:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე, განაცხადების მიღების დასრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისის 18:00 საათი; ხოლო კონკურსების ფარგლებში გამარჯვებული პროექტების დაწყების თარიღად - 2020 წლის 15 ივლისი.

 

 

იმ პირებს, რომლებსაც უკვე შემოტანილი აქვთ საკონკურსო განაცხადები, შესაძლებლობა ეძლევათ, 2020 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინონ  ახალი საკონკურსო განაცხადი  ან დაზუსტებული განაცხადი შესაბამისი ფორმით.

 

 

1 ივნისის ჩათვლით მსურველებს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამით“ გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში საკონკურსო განაცხადებისა და სხვა საკონკურსო დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონულად, მისამართზე: culturesupport@mes.gov.ge;

 

 

იხილეთ კონკურსების ჩამონათვალი:

  1. „ახალი ქართული წიგნი“ – საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა;
  2. პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
  3. თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში;
  4. სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა;
  5. „ხელოვნება განათლებისთვის" მცირე გრანტები სახელოვნებო განათლებაში;
  6. ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
  7. „უსაზღვრო შესაძლებლობები "- კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა;
  8. მაღალმთიანი რეგიონებისთვის კულტურული ცხოვრების ხელმისაწვდომობა;
  9. „ხელოვნება გამყოფი ხაზების გარეშე" - დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა.

 

საკონკურსო განაცხადების განხილვისას, კომისია იხელმძღვანელებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით.

 

 

საკონკურსო კომისიის მიერ უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომელებიც პასუხობენ პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილ ვითარებასა და დადგენილ შეზღუდვებს და ითვალისწინებენ ინოვაციურ მიდგომებს (მათ შორის ცალკეული პროექტების დისტანციური საშუალებებით განხორცილების შესაძლებლობას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას და სხვ.).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი