ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ, განაცხადა: "ლარის გაუფასურებაზე ძირითად გავლენას უარყოფითი მოლოდინები ახდენს". – აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ სახელმწიფოსთვის და მისი მოქალაქეებისათვის "უარყოფითი მოლოდინები" გახდა მთავარი პრობლემა! გარდა ამ საფინანსო ციებ–ცხელების (ლარის გაუფასურება), რომელიც მტკივნეულად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე, ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროში, – პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებაში, მასმედიაში, – სწორედ ამ "უარყოფითი მოლოდინების" გამო, საქართველო მიექანება ღრმა კრიზისისაკენ, რომელიც ყველას და ყველაფერს მოიცავს, თუ მის შესაჩერებლად არ იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული! გამომდინრე იქიდან, რომ საერთაშორისო გეოპოლიტიკურმა კრიზისმა უდიდესი დარტყმა მიაყენა საერთაშორისო ეკონომიკას, რამაც პირდაპირი ასახვა ჰპოვა საქართველოზეც და რისი შედეგიც არის ჩვენი ეროვნული ვალუტის კატასტროფული ვარდნა (რაც სავარაუდოდ გაგრძელდება), საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა უმაღლესმა პოლიტიკურმა პირებმა, უნდა მიიღონ სწორი ანტიკრიზისული გადაწყვეტილება! მით უმეტეს, რომ აღნიშნული საერთაშორისო კრიზისული მოვლენები როდემდე გაგრძელდება ძნელი საპროგნოზოა, არამარტო ჩვენთვის, არამედ უმსხვილესი განვითარებული სახელმწიფოებისათვის. ჩემი ღრმა რწმენით, დღეს არსებულ ხელისუფლებას სხვა არანაირი ბერკეტი (ფინანსური, სოციალ–ეკონომიკური და სხვა) არა აქვს იმისთვის, რათა საქართველოს მოსახლეობას გაუქარწყლოს "უარყოფითი მოლოდინები", ანუ საყოველთაო უიმედობა, გარდა ერთისა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდეს მის მიერ დაკავებულ თანამდებობას, რაც ქვეყანაში გახდება მთავარი მასტაბილიზირებელი ფაქტორი! დიახ, ეს "საკადრო სვლა" დაარეგულირებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალ–ეკონომიკურ პროცესებს, იგი შეაჩერებს ლარის გაუფასურებას და ხელს შეუწყობს მის თანდათანობით გაძლიერებას, აგრეთვე, პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ნეგატიურ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზე! მოკლედ, – ივანიშვილი "უარყოფითი მოლოდინების" წინააღმდეგ, – ეს არის ერთადერთი ეფექტური საშუალება, თუ არადა იქნება გაუარესება, "ყველგან და ყველაფერში"!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.