საქართველოში PCR-ტესტებების მხრივ რეკორდი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით 12 ლაბორატორიაში 1 096 პაციენტის ნიმუში გამოიკვლიეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
„დღეს გვქონდა ჩვენ პიკი - ერთ დღეში 1 096 ტესტი ჩატარდა 12 ლაბორატორიაში. 5-დან ავედით უკვე 12 ლაბორატორიამდე მთელი საქართველოს მასშტაბით. იქითა კვირიდან კიდევ სამის დამატებაა გათვალისწინებული. და გვინდა, რომ სადღაც მაისის 15-მდე დაახლოებით დღიურად 1 500-დან 1 700-მდე კვლევა ვაწარმოოთ. მაისის 15-დან შემდეგომ, უკვე მეორე ეტაპზე ვაპირებთ 2 000-დან 2 500 კვლევამდე ასვლას. ეს აუცილებელია. როდესაც ხდება შემსუბუქება ე.წ. შეზღუდვითი ღონისძიებების, აუცილებელია, რომ უფრო ფართომასშტაბიანი და ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR-კვლევებზე და მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სისტემის და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.