ხობის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კოლხეთის უბანში საგაზაფხულო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში დამუშავებულია 3000 ჰექტარი მიწა.
"სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს კარგად, ამინდის მხრივ გაგვიმართლა, თუ შევადარებთ შარშანდელ მონაცემებს, გასულ წელს ამ დროისთვის დამუშავებული იყო სულ 200 ჰექტარი, წელს უკვე დამუშავებულია 3000 ჰექტარი და სამუშაოები გრძელდება. ერთადერთი პრობლემა რაც გვრჩება ეს არის ტექნიკის დამატება, რაზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ალექსანდრე მოწერელიამ აკაკი მალანიას ფართობიც დაათვალიერა. ახალგაზრდა ფერმერი მშობლიურ მუნიციპალიტეტს პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაუბრუნდა. ფერმერი, ხობში სიმინდის მოყვანას, დაფნის და მოცვის გაშენებას გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.