გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას
30-04-2020, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა.

 

 
პრეზიდენტებმა საქართველოსა და გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობა განიხილეს. 

 

 
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანიას ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის პანდემიის პერიოდში სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და

შესაბამისი დახმარებისათვის. 

 

 
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას. 
 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები წარმატებული და შედეგიანია. 
 

 

პრეზიდენტებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის და მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის და არა მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისათვის. 

 


საუბარი შეეხო ასევე, პანდემიის პირობებში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნისა და ზოგადად, ეკონომიკის ფუნქციონირებას საჭიროებასა და მნიშვნელობას. საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტებმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს.  

 

 
საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ კოლეგას ბორდერიზაციის პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ დღეს საყოველთაო, საერთაშორისო სოლიდარობის საჭიროებისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც რთული ჰუმანიტარული ვითარებაა.

 

 
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გერმანია საერთაშორისო საზოგადოებას სოლიდარობის მაგალითს აძლევს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი