(GUARDIAN.GE) - 1 აპრილიდან 27 აპრილამდე პოლიციამ ინგლისში საგანგებო წესების დარღვევისთვის 8 877 ადამიანი დააჯარიმა, ხოლო უელსში 299, იტყობინება BBC ეროვნული პოლიციის უფროსების საბჭოზე დაყრდნობით. დაახლოებით 400 საჯარიმო შეტყობინება განმეორებით დარღვევაზეა გამოცემული, ერთ-ერთ პირს კი წესების 6-ჯერ დარღვევისთვის გამოუწერეს ჯარიმები.
პოლიცია კანონდამრღვევ მოქალაქეს პირველ ჯერზე 60 ფუნტი სტერლინგის ოდენობის (საქართველოს ეროვნული ბანკის 30 აპრილის გაცვლითი კურსით - 240 ლარი) ფიქსირებულ ჯარიმას უწერს და იმ შემთხვევაში თუკი პირი 2 კვირის ვადაში გადაიხდის ჯარიმას, მაშინ მას 60 ფუნტის ნახევარი - 30 ფუნტი ექნება დასაფარი. საგანგებო წესების ხელმეორედ დარღვევისთვის მოქალაქეს უკვე 2-ჯერ მეტი თანხის, 120 ფუნტი სტერლინგის (480 ლარი) ჯარიმის გადახდა ეკისრება და ჯარიმა ყველა სხვა განმეორებით კანონდარღვევაზე ორმაგდება.
პოლიციას სახელმძღვანელო აქვს გამოქვეყნებული კარანტინის წესების დაცვის შესახებ და ის იმ ადამიანების სიასაც მოცავს, რომელთაც საპატიო მიზეზებით შეუძლიათ თავიანთი სახლების დატოვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.