დღეს თუ გიგი არ გათავისუფლდა, არნახული ფაქტი იქნება, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე უგულავასთან ერთად ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი.
"კორუმპირებული, მექრთამე და გათახსირებული ტურავას პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ნორმა, რის საფუძველზეც უგულავა უნდა გათავისუფლდეს. გარანტიას ვაძლევ, პასუხს აგებენ ქართული კანონმდებლობის წინაშე. განსაკუთრრბით პროკურორი წიკლაური, რომლის კისერზე ამ ახალ ცოდვებთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზედამხედველად მუშაობისას უამრავი ცოდვაა. თუ ვინმემ პასუხი უნდა აგოს, ეს წიკლაურია", - განაცხადა მერაბიშვილმა და მოსამართლეებს "მაგრად" დგომისკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.