შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე 2019 წლის ანგარიში დისტანციურად წარადგინა
01-05-2020, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეისწავლა სისხლის სამართლის 200-მდე საქმე, რომლის შესაძლო ჩადენის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო და რომლებზეც 2019 წელს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150-ე პრიმა მუხლებით დაიწყო.

 


2019 წელს ზემოხსენებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის 175 ფაქტი გამოვლინდა, რომლის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2018 წლის მონაცემების, რაც 176 შემთხვევას შეადგენს.

 


აღსანიშნავია, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია შესაძლო ქორწინების იძულების დანაშაულებზე (სსკ-ის 150-ე პრიმა მუხლი) პოლიციისადმი მომართვიანობისა და სისხლისსმართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წელს არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ქორწინების იძულების თაობაზე გამოძიება დაიწყო 14 ფაქტზე, ხოლო 2018 წელს - 9 ფაქტზე. ასევე, 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ, ხოლო 2018 წელს - 1 პირის მიმართ.

 


გამოძიების დაწყების პარალელურად, სადაც გამოძიების საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა შესაძლო ქორწინების იძულების გარემოებები, მსხვერპლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შემაკავებელი ორდერის საფუძველზე არასრულწლოვნები გადაყვანილ იქნენ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში.

 


მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ნაკლებობა და აღნიშნული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის სიმწირე კვლავ რჩება გამოწვევად, რის გამოც ხშირად შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე პოლიციის ინფორმირება რამდენიმე თვის დაგვიანებით ხდება. აღნიშნული ართულებს, ერთი მხრივ, დანაშაულის დროულ გამოვლენას და, მეორე მხრივ, ეფექტიან რეაგირებასა და საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას.

 


შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით მნიშვნელოვანია მართლწესრიგის ოფიცრებისა და უბნის ინსპექტორთა როლის გაძლიერება, ხოლო გამოძიების ხარისხის გაზრდისათვის - გამომძიებელთა კვალიფიკაციისა და სენსიტიურობის ამაღლება.

 


2019 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და დაზარალებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე, გამომძიებლებისათვის მომზადდა სპეციალური ინსტრუქცია ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სტანდარტებზე, რომლის პრაქტიკაში აქტიურ გამოყენებაზე მონიტორინგს დეპარტამენტი ახორციელებს.

 


2019 წლის მეორე ნახევარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბავშვთა ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ჩატარდა.

 


არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის უწყებებთან როგორც დანაშაულის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისა და დაზარალებულთა სათანადო სერვისებში გადამისამართების, ისე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და საინფორმაციო კამპანიების ჩატარების მიმართულებით.

 


კონფერენცია დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და ადგილობივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი