საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტები უსაფრთხო ტურიზმის სტრატეგიის შექმნისათვის აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
01-05-2020, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა. 
 


საუბრისას პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ავსტრიაში საქართველოს პრეზიდენტის გადადებული ვიზიტი პანდემიის დასრულების შემდეგ გაიმართება.
 


პრეზიდენტებმა საქართველოსა და ავსტრიაში კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებსა და ეკონომიკის გახსნის გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პანდემიამ პრობლემები შეუქმნა, როგორც ავსტრიაში ასევე, საქართველოში ტურიზმის სექტორს, რაც ქვეყნების ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. 

 


ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოს ტურიზმის მიმართულებებითა და სექტორის განვითარების პოტენციალით დაინტერესდა. ავსტრიელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ტურიზმის მიმართულებებისა და მისი შესაძლებლობების შესახებ.
 


პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და ავსტრია უსაფრთხო ტურიზმის სტრატეგის შექმნისათვის აქტიურად ითანამშრომლებენ, რაც ხელს შეუწყობს პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის ამუშავებასა და უფრო აქტიურ განვითარებას.
 


საუბარი შეეხო კრიზისის შემდგომ ახალ მსოფლიო წესრიგსა და პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის როლს. 
 


პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე კრიზისი ხელს ვერ შეუშლის ევროკავშირის განვითარებას და საქართველოს ერთადერთი გზა ევროპული ინტეგრაციაა.
 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო სოლიდარობის ფონზე საქართველოში საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება, ოკუპირებულ რეგიონებში კი, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი