საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის 100 000 ლარით დაეხმარა. საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით შეძენილი ნივთები დიდი ბრიტანეთს თავდაცვის ატაშემ ვიცე-პოლკოვნიკმა ენტონი ბრუმველმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ლაზარეთს პირადად გადასცა. მან თავდაცვის სფეროში ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე და თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ავთანდილ აბაშიძე დაესწრნენ. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ბრიტანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ხელთათმანები, პირბადეები, თერმომეტრები და სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების პროდუქცია შეიძინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.