ზურაბ გეგენავა - მე და მთელი ჩემი ოჯახი: მეუღლე და ორი შვილი დაავადებული ვიყავით COVID-19-ით... 44 დღის განმავლობაში ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ“
02-05-2020, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსისგან განკურნებული ოჯახის სახელით, ზურაბ გეგენავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მთელმა მისმა ოჯახმა „44 დღის განმავლობაში ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი“ გადაიტანა.

 


„ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ნათესავებო, მეგობრებო, თანამშრომლებო, ახლობლებო, ნაცნობებო და უცნობებო. მიზეზი მაქვს და მინდა სიყვარული აგიხსნათ, გითხრათ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ!!!

 


მე და მთელი ჩემი ოჯახი: მეუღლე და ორი შვილი დაავადებული ვიყავით COVID-19-ით. ვმუკრნალობდით ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც 44 დღის განმავლობაში ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ…

 


დღეს ჩვენ სახლში ვართ სრულიად ჯანმრთელები.

 


ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცე ჩვენი ექიმების უდიდესი პასუხისმგებლობა და მაღალი პროფესიონალიზმი. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მთელ მედ პერსონალს, ვინც ჩვენს გადასარჩენად იბრძოდა.

 


გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა პაციენტს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხაზზე იყო და გვამხნევებდა.

 


თავს გაუფრთხილდით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

 


დიდი სიკეთით და სიყვარულით დარჩით სახლში“, წერს ზურაბ გეგენავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი