ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ექიმები სოფლიდან გააძევეს.
„ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით, სოფელ მუშევანში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედპერსონალს სოფლის მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.
ექიმებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ოჯახში 7 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, იგეგმებოდა პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, თუმცა ოჯახის წევრებმა ექიმებს პაციენტები არ გამოაყოლეს, რის შემდეგაც ადგილზე საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება.
სოფელში პოლიციის მისვლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. აგრესიულად განწყობილი ადგილობრივები ქვებით და ხელკეტებით ცდილობდნენ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში პარასკევს კორონავირუსის ათი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მანამდე სოფელში კიდევ რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა იყო, რის გამოც, სოფელში ზომები გამკაცრდა და დამატებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო.
სოფელ მუშევანის მცხოვრებთა აბსოლუტურ უმრავლესობას აზერბაიჯანელები შეადგენენ. 2014 წლის მონაცემებით, სოფელში 905 ადამიანი ცხოვრობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.