მე-8 პაციენტი, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსით დღეს დილით გარდაიცვალა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მას არაერთი თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, დაღუპულია 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს.
რატიანის თქმით, ქალბატონს აღენიშნებოდა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე ქრონიკული პათოლოგიებით დატვირთული ანამნეზი –მე-2, მე-3 კლასის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და მორბიდული სიმსუქნე.
განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ით გაიზარდა და საერთო ჯამში ვირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 207 უკვე გამოჯანმრთელდა, მათ შორის 23 ბოლო 24 საათში.
ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 5 152 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 551 ადამიანი იმყოფება.
ინფექციას ქვეყანაში სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა. მეშვიდე პაციენტი, 83 წლის მამაკაცი გუშინ, 1 მაისს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.