რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლეს კახეთში, რის შედეგადაც სეტყვის მოსვლის 100%-იანი ალბათობა განეიტრალდა
02-05-2020, 16:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში 1 მაისს სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა, დამუშავებულია 786 კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასები, რისთვისაც სისტემამ რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს, დღის მეორე ნახევარში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან მოძრავი ფრონტალური ღრუბლის მასები რეგიონში ორ ეტაპად შემოვიდა და მოიცვა გურჯაანის და ახმეტის რაიონები.

 

 

მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგურით დაკვირვებამ აჩვენა, რომ კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების დიამეტრი 14 მმ იყო.

 


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ პირველ ეტაპზე 19:34 დან 20:27 საათამდე გურჯაანის რაიონში, მეორე ეტაპზე კი 2 მაისის დილის 04:19 დან 05:50 საათამდე ახმეტის რაიონში ღრუბლის მასები რამდენიმე ათეული რაკეტით დამუშავდა.

 


ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ძლიერი წვიმის სახით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე ჩამოიცალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი