გიგი უგულავას გათავისუფლებას ეხამურება მწერალი, მოძრაობა "ახალი რეალობისათვის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი. იგი Facebook -ზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კოჰაბიტაციის პირობებში ქვეყანას და საზოგადოებას შეიძლება მოელოდოს.
"ცხოვრებაში არასოდეს გამხარებია ადამიანის ციხეში ყოფნა და, არც ახლა მიხარია, მაგრამ, უგულავას გამოშვება ერთმნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს „ქართული ოცნების" ცხვრის ქურქში გადაცმულ მგლებს და იმ საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე „ძველ" კადრებს, რომლებიც კოჰაბიტაციის „სასურველი" პერსონები გახდნენ და რომლებსაც ხელი დააფარა, „ზედემოკრატიული" პრინციპით დარწმუნებულმა სახელისუფლო პარტიამ, ასევე „სეიფებს" გახსნიან ის ფულიანი (ყოფილი) მინისტრები თუ ბიზნესმენები, რომლებიც, რატომღაც „ქართული ოცნების" ზოგ-ზოგიერთმა წამოყელყელავებულმა ჯგუფებმა „ყორანივით" გაათეთრეს და თავზე ხელი გადაუსვეს, რის სანაცვლოდ, ეშმაკმა უწყის... მგლები ნიღაბს მოიხსნიან, დაგლეჯვის გეშინოდეთ კოჰაბიტაციის ავტორებო!..
თუმცა რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს, ამ მხრივ, თავი ქუდში აქვთ!..
კაი, ეს ყველაფერი, გასაგებია: ერთმანეთის დაგლეჯვასა და დაკბენას დაჩვეული ვართ, მაგრამ, ამ საცოდავ საქართველოს რა ეშველება?!
ჩვენ რა გვეშველება, ხალხო?“
დაგლეჯვის გეშინოდეთ, კოჰაბიტაციის ავტორებო!.." - წერს მერაბ შათირიშვილი.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.