„ავსტრიის განვითარების სააგენტო“ (ADA) საგრანტო კონკურსს აცხადებს - პროექტის სამიზნე არეალია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები
02-05-2020, 21:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ავსტრიის განვითარების სააგენტო" (ADA) პროექტ "გრეტას" ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს ორგანული სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების (LDI) ხელშესაწყობად.

 


პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და შემოსავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროექტის მიერ შერჩეული სამიზნე არეალია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები.

 


მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს.

 


ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან, თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

 

 

განხილულ იქნება მხოლოდ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული საპროექტო განაცხადები. თუმცა მხედველობაში იქნება მიღებული ის გადამამუშავებელი საწარმოებიც, რომლებიც სამიზნე არეალის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ, მაგრამ ახორციელებენ ან განახორციელებენ სამიზნე არეალში წარმოებული ორგანულ პროდუქტების შესყიდვას.სააპლიკაციო (ინტერესის გამოხატვის) ფორმა ჩამოტვირთეთ ბმულიდან:

 

 

https://www.dropbox.com/s/entxcweer…/ada-eoi-organicagr.zip… 

 


განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 მაისი 2020 წ. (16:00 საათამდე). ხელნაწერი და საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ შემოტანილი განაცხადები არ მიიღება.

 


ქართულ ენაზე სრულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნოთ ("ინტერესის გამოხატვა") მისამართზე: greta@ada.gv.at დანიშნულებაში (subject) მიუთითეთ "LDI მხარდაჭერა".

 


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

 


ლაშა ჭანტურია /ორგანული სოფლის მეურნეობის პროექტის მენეჯერი/ ტელ: +995 591 44 73 76

 

 

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი