130-მდე რაკეტა გაისროლა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ხუთ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესების გასანეიტრალებლად
02-05-2020, 22:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთის რეგიონში 2 მაისის დღის მეორე ნახევარში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენებით მასშტაბური სეტყვასშიში ატმოსფერული პროცესები მაქსიმალურად იქნა შემსუბუქებული.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს, რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან ფრონტალური ტიპის 470 კმ2 საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა დღის მეორე ნახევრიდან იწყო შემოსვლა და თან შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები. ნალექის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონები.

 


კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 25 მმ იყო.

 


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 14:32 სთ-დან 19:32 საათამდე ღრუბლის მასების დასამუშავებლად საერთო ჯამში 130-მდე რაკეტა იქნა გასროლილი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სროლები მხოლოდ დასაშვებ სექტორებში, დაუსახლებელი ტერიტორიების მიმართულებით მსხვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე განხორციელდა.

 


ზემოქმედების შედეგად მაქსიმალურად მოხერხდა რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ღრუბლის მასების არსებულ მასშტაბებში შეკავება და შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება.

 


ნალექის უდიდესი ნაწილი ძლიერი წვიმის სახით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე ჩამოიცალა. სეტყვის მოსვლა დასახლებული პუნქტების თავზე, რაკეტების სროლისთვის შეზღუდულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა.

 

 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი აგრძელებს 24 საათიან რეჟიმში მონიტორინგს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი