ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
დღევანდელი მონაცემებით, მედიკოსებმა ქარიატაში, ყულევში, პატარა ფოთსა და ჭალადიდში მცხოვრებ 750-ზე მეტ ადამიანს, მერიის მიერ შეძენილი დისტანციური თერმომეტრებით გაუზომეს ტემპერატურა. მედიკოსები ეტაპობრივად, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 000-ზე მეტ ადამიანს გაუზომავენ ტემპერატურას.
პროცესში „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, სასოფლო ამბულატორიების ექიმები და მედდები არიან ჩართულნი. #StopCovid
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.