საქართველოს სჭირდება ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება, რადგან ჩვენს ქვეყანას სხვა გზა არ აქვს, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პატიმრობა მისთვის არ იყო დაკარგული დრო, პირიქით ეს დრო ბევრი ადამიანის აღმოჩენისთვის გამოიყენა.
"ბედნიერი ვარ, რომ უამრავი ადამიანი აღმოვაჩინე. საქართველო სამშვიდობოს გავა!", - აღნიშნა უგულავამ. მისივე თქმით, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. ამ ხელისუფლების დამარცხება კი, მისი თქმით, არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
"არც შევცვლით საარჩევნო სისტემას. ისევ იმ სისტემით "აბაროტს" ავიღებთ და გავიმარჯვებთ. ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელის შემდეგ იყავით მზად. ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, ივანიშვილს მასტან ბრძოლა არ დაუმთავრებია და მოწინააღმდეგეები პირველივე მოსახვევში ეცდებიან მისთვის კვანტის დადებას.
"მე ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო. მთელი დღის განმავლობაში ვინც ამ გადაუწყვეტელ სიტუაციაში იყო. მაქვს მოლოდინი, რომ ჩემთან მიმართებაში ივანიშვილს ბრძოლა არ დაუმთავრებია. კარგად ნახეთ, თუ როგორ მოიქცა მოსამართლე ტურავა. კარგად ხედავდით, რა დღეში იყო პროკურატურა, რომელსაც სრულიად დაუსაბუთებელი, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი არგუმენტები მოჰყავდა, რომ პროცესი გაეწელა. დარწმუნებული ვარ, ესენი ჩასაფრდებიან და პირველივე მოსახვევში ეცდებიან კვანტი დამიდონ", - განაცხადა უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.