რესპუბლიკური საავადმყოფო მედიკამენტ „პლაქვენილს“ მძიმე პაციენტებთან მიმართებაში იყენებს, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ. მანვე აღნიშნა, რომ ასეთი რამდენიმე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა, „პლაქვენილისგან“ გამოწვეულ გვერდით მოვლენები კი მათთან არ გამოვლენილა.
„ჩვენ არ ვიყენებთ მსუბუქ და საშუალო ფორმის პაციენტებთან „პლაქვენილს“, ვიყენებთ მხოლოდ იმ პაციენტებთან, ვისთანაც არის შედარებით მძიმე მდგომარეობა, დადასტურებული ორმხრივი პნევმონია არის დაბურული მინის კლასიკური გამოხატულებით და ა.შ. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ პაციენტებში ვიყენებთ „პლაქვენილს“ იმ სქემის მიხედვით, რომელიც არის რეკომენდებული საქართველოში. უნდა ითქვას, რომ რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც უკვე გამოვიყენეთ, გამოჯანმრთელებულია და გაეწერა.
გვერდითი მოვლენა აქვს ყველა მედიკამენტს, მოგეხსენებათ „პლაქვენილსაც“, თუმცა გვერდითი მოვლენები ჩვენთან, მედიკამენტის გამოყენების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამ „პლაქვენილზე“ დიდი ამბავია ატეხილი მთელ მსოფლიოში, რატომ გამოვიყენოთ? მაგრამ ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს არ ამუღია ის მკურნალობის სქემიდან. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მეორე ის არის, რომ რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ავსტრიამ, შვეიცარიამ დაიწყეს ამ მედიკამენტის კვლევა, როგორც საპროფილაქტიკო და პრევენციული მედიკამენტის გამოყენების თვალსაზრისით. ამიტომაც, ასე ხელაღებით მასზე უარის თქმა ან ყველა შემთხვევაში გამოყენება, არ იქნება სწორი. ყოველ შემთხვევაში, მსუბუქი ფორმები და ნაკლებად მძიმე ფორმები არ საჭიროებენ რაიმე დამატებით მედიკამენტურ ჩარევას“,- განაცხადა გოფოძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.