ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთავრობასა და პარლამენტს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას.
მისი თქმით, მთავრობას, თითოეულ უწყებას და მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდა ურთიერთობა საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან.
„შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია. ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვეკონტაქტებოდით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე კომიტეტის ხელმძღვანელებსა და პარლამენტის სხვა წევრებს. ასე რომ, ის საკომპენსაციო და ეკონომიკის მხარდამჭერი პაკეტი, რაც შემუშავდა, რა თქმა უნდა, პარლამენტთან და უმრავლესობასთან ერთად იქნა შემუშავებული. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს, პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში ვინმეს უკმარისობის გრძნობა აქვს, ნამდვილად არაა მართებული. ჩვენ დავაწესეთ საკმაოდ კარგი სტანდარტი, როგორი უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.