საფეხბურთო კლუბი "გურია" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ზენაიშვილი საფეხბურთო კლუბ „გურიასა“ და მის პრეზიდენტს, ზაზა ურუშაძეს პირადი და პოლიტიკური შურისძიების მიზნით ესხმის თავს და მიზანმიმართულად ეწევა პროპაგანდას, რომ ლანჩხუთის „გურია“ არ დაფინანსდეს.
"სამწუხაროდ, ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ზენაიშვილი პირადი და პოლიტიკური შურისძიებისთვის კვლავ თავს ესხმის საფეხბურთო კლუბ „გურიასა“ და მის პრეზიდენტს, ზაზა ურუშაძეს.
ცნობილი ფაქტია, რომ ვახტანგ ზენაიშვილი ლანჩხუთის ფეხბურთის მოწინააღმდეგედ უკვე კარგა ხანია გვევლინება, იმ დროიდან, როცა ფეხბურთი ნაგვის ურნებს შეადარა. პლუს ამას, როგორც ჩანს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მისთვის ზაზა ურუშაძის დისკრედიტაცია ყველაზე მთავარ მიზნადაა ქცეული. სხვას არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ კლუბში სამწვრთნელო შესაძლო გადაადგილებასაც იყენებს საიმისოდ, რათა კლუბსა და მის მესვეურებს თავს დაესხას.
როგორც ჩანს, ვახტანგ ზენაიშვილს ძალიან „აღელვებს“, რომ „გურია“ ლანჩხუთის სავიზიტო ბარათად და ქართული ფეხბურთის ელიტაში თავის ადგილზე ბრუნდება; რომ ცენტრალურ თამაშებზე ათასობით ლანჩხუთელი მოდის და არა _ „რამდენიმე ათეული კაცი“ (როგორც ამას ვახტანგ ზენაიშვილი აცხადებს); რომ პირველად არსებობის ისტორიაში, გრიგოლეთის ბაზა ლანჩხუთის საკუთრება გახდა და ათწეულების შემდეგ იქ შენდება თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი; რომ ასზე მეტი ახალგაზრდა მოწყვეტილია ქუჩას და ირიცხება „გურიას“ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.
ეჭვგარეშეა, პოლიტიკური ოპონენტის ეს წარმატებები ვახტანგ ზენაიშვილს ძალიან აშფოთებს და ბრძოლას „წესების გარეშე“ აწარმოებს. უკვე კარგა ხანია მიზანმიმართულად ეწევა პროპაგანდას, რომ ლანჩხუთის „გურია“ არ დაფინანსდეს, მაგრამ ვერ გათვალა, რომ ლანჩხუთელებში ეს მხარდაჭერას ვერ მიიღებდა და ფაქტია, ვერც მიიღო _ ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ გასული სეზონის მიხედვით „გურიას“ ცენტრალური სტადიონი დასწრების მხრივ მოწინავეთა შორისაა.
დასასრულ, ვიტყვით, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ ვახტანგ ზენაიშვილის პირად ახირებებზე პასუხის გაცემას, საუკეთესო შემფასებელი საზოგადოებაა, რომელმაც კარგად იცის, ვინ ვინ არის და რა ინტერესი ამოძრავებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.