დიდი ალბათობით, ეს ვირუსი სწორედ იმ პერიოდში უკვე ძალიან დიდ პოპულაციაში შესაძლებელია გავრცელებული ყოფილიყო. ძალიან ბევრ ადამიანს გამოვლინების და სიმპტომების გარეშე ან თუნდაც სიმპტომებით უკვე მოხდილი აქვს, - განაცხადა სისხლძარღვთა ქირურგმა, ჯუმბერ ფარცახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
„ეს ვირუსი იანვრამდე მოსახლეობაში რომ იყო, ამის თქმა უკვე ცალსახად შეიძლება. მოგეხსენებათ, ჩინეთი ამ ინფექციის გავრცელებას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, შესაბამისად, იმ პერიოდში შეზღუდვები არ არსებობდა, რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის მოგზაურობა აკრძალული არ იყო და აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ეს ვირუსი სწორედ იმ პერიოდში უკვე ძალიან დიდ პოპულაციაში შესაძლებელია, გავრცელებული ყოფილიყო. ძალიან ბევრ ადამიანს გამოვლინების და სიმპტომების გარეშე ან თუნდაც სიმპტომებით, კორონავირუსი უკვე მოხდილი აქვს“, - განაცხადა ქირურგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.