პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, პროფესორი ბინგ ლიუ თავისა და კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაიცვალა.
პოლიციამ პროფესორის სახლთან მდგარ მანქანაში მეორე ცხედარიც აღმოაჩინა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პროფესორი მოკლა, შემდეგ კი მანქანაში თავი მოიკლა. პოლიციის ვარაუდით, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.
პროფესორის კოლეგების თქმით, ის COVID-19-თან დაკავშირებით მნიშვნელოვანი აღმოჩენების გახმაურებას აპირებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.