გიგი უგულავას გათავისუფლებას და პოლიტიკური ბრძოლის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გამოკითხვები არ აჩვენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში გაიმარჯვებს. ბერძენიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში მეორე ადგილისთვის იბრძვის.
“ნაციონალები რომ მოიგებენ არჩევნებს, ასეთი მოლოდინები მე კი არა, "ნაციონალებსაც" არ აქვთ, მაგრამ რას არ იტყვი სიხარულით კაცი. მე ვულოცავ, რამდენი დღით იქნება ეგ არ ვიცი. მაგრამ, ყველა პატიმრის გათავისუფლებას სიამოვნებით ვუყურებ, დაპატიმრება გულს დამწყვეტს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
rustavi2.com
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.