გიგი უგუგალავ მიიჩნევს, რომ განაჩენის დღეს გამოტანა სამართლებრივად შეუძლებელია. ამის შესახებ გიგი უგლავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეს არ ააჩქერებენ, დღეს სასამართლო პროცესი ტექნიკურად ვერ დამთავრდება.
"დღეს, სამართლებრივად, განაჩენის გამოტანა შეუძლებელია, თუ არ მოხდა სამართლებრივი ძალადობა. დღეს ამ საქმეზე ადვოკატი დასკვნით სიტყვის ეტაპზეა, ამის შემდეგ რეპლიკების ეტაპია, რეპლიკებს ბრალდება და შემდეგ ჩვენ ვამბობთ, ცალკე ეტაპია ბრალდებულის სიტყვა. შემდეგ მოსამართლემ, როდესაც 3 წელი მიდის საქმე, შეუძლებელია, გამოიტანოს მაშინვე განაჩენი, თუ არ მოქმედებს მეჭიაურის ინსტრუქციებით", - განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ტელეიმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას სასამართლო პროცესი იმართება. გიგი უგულავა პროცესზე ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. მას საქალაქო სასამართლოს ეზოში გულშემატკივრები, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და პარტიის ლიდერები დახვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.