სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური გამოყენებით კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა
06-05-2020, 18:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

5 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური გამოყენების შედეგად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა. საგარეჯოს, თელავის და ყვარლის რაიონების სეტყვისგან დასაცავად სისტემამ 100 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.

 

 

რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან ფრონტალური ტიპის ღრუბლის მასები საერთო ფართობით 487 კმ2 დღის პირველი ნახევრიდან სამ ეტაპად გავრცელდა. ნალექის მასამ ეტაპობრივად მოიცვა საგარეჯოს, თელავის და ყვარლის რაიონები. 



I ეტაპზე აქტიური ზემოქმედება დღის 12:15 სთ-დან 12:34 სთ-მდე განხორციელდა,  სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი მარცვლის ზომა 10 მმ იყო. 

 


II ეტაპზე ზემოქმედება  04:18 სთ-დან 05:56 სთ-მდე განხორციელდა, სეტყვის მოსვლის ალბათობა ამჯერად 100 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი მარცვლის ზომა 14 მმ იყო.

 


III  ეტაპზე აქტიური ზემოქმედება 6 მაისის დილის 06:12 სთ-დან 07:50 სთ-მდე ჩატარდა, სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 % ს შეადგენდა, მოსალოდნელი მარცვლის ზომა 17 მმ იყო.



ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ საერთო ჯამში გასროლილი იქნა 100 ერთეულამდე რაკეტა, დამუშავდა 487 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა სამივე რაიონში ძლიერი წვიმის სახით ჩამოიცალა.


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი