უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის ახალი კორონავირუსის COVID 19-ის პანდემიის პირობებში მიგრაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ონლაინ კონსულტაცია გაიმართა
07-05-2020, 14:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება. 
 
ამ მიზნით 2020 წლის 6 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლის, მედიასთან ურთიერთობის ოფიცერის ანა კაკუშაძის პირდაპირი ჩართვა, რომელმაც 1 საათის განმავლობაში ისაუბრა ახალი კორონავირუსის, COVID 19-ის პანდემიის პირობებში მიგრაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, ახალ რეალობაში ორგანიზაციის საქმიანობაზე, მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობებზე და უპასუხა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.
 
როგორც მოგეხსენებათ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტო 1951 წელს დაარსდა, რომელიც მიგრაციის სფეროში წამყვანი მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა. ორგანიზაციაში 173 სახელმწიფოა გაწევრიანებული. საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 1993 წლიდან მუშაობს.
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ:
• დაიცვას მიგრანტთა ადამიანური ღირსება და კეთილდღეობა;
• ხელი შეუწყოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას მიგრაციის მეშვეობით;
• უპასუხოს მიგრაციის მართვის სფეროში მზარდ ოპერატიულ გამოწვევებს;
• განავითაროს მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების აღქმის დონე.
 
საკორიდნაციო საბჭოს მითითებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით დღემდე გაიმართა 10 ონლაინ კონსულტაცია კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ონლაინ კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი