ძევრის საჯარო სკოლის გუნდსა და ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ქვეითთა გუნდს შორის ბეისბოლის მატჩი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე დაესწრო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მატჩი გაიმართა ,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ მხარდაჭერით. აღნიშნული საქველმოქმედო ორგანიზაცია ძევრის სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობს და მას დაფინანსებასაც უწევს .
ორგანიზაცია ასევე კურირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე სკოლას, რომლის ფარგლებშიც სრულად ფარავს ამ სკოლების წარმატებული მოსწავლეების უნივერსიტეტში სწავლის ხარჯებს და უზრუნველყოფს მათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ასევე, მაკლეინის ორგანიზაციისა და ბეისბოლის ფედერაციის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე აქტიურად მიმდინარეობს სკოლებში ამ სპორტის პოპულარიზაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.