საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტელეფონით კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს ესაუბრა.
საუბრისას პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და კვიპროსში არსებული ვითარება და ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმები განიხილეს.
კვიპროსის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა კვიპროსის პრეზიდენტს პანდემიისას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს.
თავის მხრივ კი, კვიპროსის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ ევროპულ ლიდერებს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებისაკენ მოუწოდოს.
საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისისას საერთაშორისო სოლიდარობის ფონზე ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება.
კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი კრიზისის დასრულების შემდეგ კვიპროსში ვიზიტით მიიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.