2020 წლის 6-7 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, ქ. თბილისის მერიისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.
ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებული უარყოფითი ტენდენციების (მოქალაქეთა სურვილებსა და საჯარო მოხელეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის მზარდი შეუსაბამობა, ამომრჩეველთა აქტივობის შემცირება და სხვ,.) აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის წარმატებული და ნოვატორული გამოცდილების გამოვლენა და გაზიარება, ასევე, აღნიშნული მიმართულებით ევროპის საბჭოს უნიკალური საქმიანობის წარმოჩენა.
ონლაინ კონფერენციის გახსნით სესიაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი გივიაშვილმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა და ქ. თბილისის მერმა კახა კალაძემ. ღონისძიებაზე საგანგებო თემატური სესია დაეთმო სამოქალაქო ჩართულობის სფეროში საქართველოს გამოცდილებას, რომლის მონაწილეები იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი, ქ. თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ წარმომადგენელი კახა ბახტაძე და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) ექსპერტი მარიამ სიხარულიძე.
ევროპის სხვა ქვეყნების წარმატებული პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარების მიზანს ემსახურებოდა ღონისძიების შემდგომი სესია „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ევროპული გამოცდილებები“, რომლის მონაწილეები იყვნენ შვეიცარიის იურას კანტონის გარემოს დაცვის მინისტრი დავიდ ერე, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, ბელგიის, პოლონეთის და უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები.
კონფერენციის ბოლო სესია დაეთმო სამოქალაქო ჩართულობის სფეროში არსებულ საერთაშორისო მიდგომებს და მასში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის პრეზიდენტმა ანა რურკამ, დემოკრატიისა და მმართველობის ევროპული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკუ მოლარიმ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის წევრმა თომას ანდერსონმა და გაერო-ს ეკონომიკური კომისიის ევროპის ოფისის გარემოს დაცვითი განყოფილების დირექტორმა მარკო კაინერმა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფორმატი მომხსენებლებთან ინტერაქციას ითვალისწინებდა და დაინტერესებულ პირებს მათთვის შეკითხვებისა და კომენტარების წერილობით გაგზავნის შესაძლებლობა ჰქონდათ.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, ღონისძიების შედეგების გათვალისწინებით, გამოქვეყნდება საქართველოს თავმჯდომარეობის დასკვნები გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის თემაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.