კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები, ე.წ. ვებინარები მიმდინარეობს.
ინტერაქციული სერიების ძირითადი საკითხები პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობების ოპერირების ახალი სტანდარტების შესახებ ინფორმაციას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიმართულებებსა და რეკომენდაციებს მოიცავს.
მიმდინარე თვეში მსგავსი პრეზენტაციები კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის გაიმართება. პროექტში თბილისის მერიასთან ერთად, ჩართულია „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“ და სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ბაზრისთვის სპეციალური მიმართულებები შეიმუშავეს.
ვებინარზე „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კვების ობიექტების ოპერირების განახლებისთვის საჭირო კონკრეტულ სტანდარტებზე ისაუბრებენ.
აღსანიშნავია, რომ Hotel Collection International-თან თანამშრომლობით, განთავსების ობიექტებისთვის მსგავსი ინტერაქციული პრეზენტაცია უკვე გაიმართა და დაინტერესებული პირებისთვის ოპერირების შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
ინფორმაცია და ვებინარზე დასასწრები ბმულები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის გვერდზეა განთავსებული. ინტერაქციულ პრეზენტაციაში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.