საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს, რომელიც ამავდროულად ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო ექთანია, კორონავირუსი დაუდასტურდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ისინი სარეზერვო თანამშრომელთან დაკავშირებით, რომელიც, მათივე განმარტებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში იშვიათად მიდიოდა, კომენტარს ვერ გააკეთებენ.
როგორც კახეთის გუბერნატორმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეჯოს ექთანთან დაინფიცირება სავარაუდოდ, ბოჭორიშვილი კლინიკაში მოხდა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ექთანს PCR ტესტირება გუშინ ჩაუტარდა, მას შემდეგ, რაც მან ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობა დაასრულა და საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მივიდა.
მისივე ინფორმაციით, დაინფიცირებულ ქალს COVID-19-ის სიმპტომები არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"მთელი კახეთის მასშტაბით, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალის მიზანმიმართული და გაფართოებული კვლევები ტარდება, სწორედ ამ დროს აუღეს მას ანალიზი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობა და ყველა კონტაქტი მოძიებულია. ისინი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან, დაინფიცირებული ქალი კი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული",- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.