"საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინწინდელი გადაწყვეტილება იყო საკვანძო, ისტორიული გადაწყვეტილება"
18-09-2015, 05:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით "იყო საკვანძო და ისტორიული გადაწყვეტილება", -  ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


"საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინწინდელი გადაწყვეტილება, ჩვენი აზრით, იყო საკვანძო, ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან მართლაც არსებობდა სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობდა ზოგადად ასეთი პროცესები. ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, მიანიშნებს, რომ სასამართლო საქართველოში მიჰყვება სათანადო პრინციპებს. ჩვენ ადრე გვქონდა გარკვეული კითხვები ამასთან დაკავშირებით და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არის დიდი მიღწევა", - განაცხადა კარლო ნატალემ.


მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საკმაოდ მალე, 24 საათში მოხდა, თუმცა არ ისურვებდა პროცედურულ დეტალებში ჩაღრმავებას, ვინაიდან ნატალეს თქმით, ეს უკვე საქართველოს კანონმდებლობის გადასაჭრელი საკითხია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი