ცნობილმა ქართველმა კინომსახიობმა და საესტრადო მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის თაობაზე დადებითად შეაფასა და „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ ზელენსკი-სააკაშვილის ტანდემი ქვეყანას სიკეთეს მოუტანს.
„კარგი ტანდემია ძალიან. მე ზელენსკისაც ძალიან ახლოს ვიცნობ, კარგად ვიცნობ და სიკეთის მეტს არაფერს არ მოუტანს მიშას ჩართვა მაგ საქმეს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ქართველს დაუძახეს ასეთი დარგის სახელმძღვანელოდ, რაც მას შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტმა. ორივე ახალგაზრდაა, ნიჭიერი, განათლებული ადამიანი. რომ დაჯდებიან ალბათ საინტერესო თემებზე ილაპარაკებენ და ძალიან საინტერესო რაღაცებს მოიფიქრებენ“, განაცხადა ვახტანგ კიკაბიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.