დეკრეტული შვებულება 600-ს მაგივრად 1000 ლარი - ასევე, ახალი კანონით, მხოლოდ ასაკის გამო პენსიონერებს სამსახურიდან ვერ გაათავისუფლებენ
18-09-2015, 05:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველად საქართველოს ისტორიაში ძალაში შევა ცვლილება, რომლის მიხედვით 65 წელს მიღწეული პირები, საპენსიო ასაკის გამო აღარ განთავისუფლდებიან სამსახურიდან, ხოლო დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებასთან ერთად ანაზღაურებაც გაიზრდება - 600 ლარიდან 1000 ლარამდე (ზედა ზღვარი). გარდა ამისა, დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ საჯარო სამსახურის არამარტო შტატიანი, არამედ უშტატო თანამშრომლებიც.


ხსენებული კანონპროექტის ინიციატორი გახლავთ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც მოახდინა კიდეც მისი რატიფიცირება 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე.


Mediacity-ს დეტალებზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე:


- დავიწყებ იმით, რომ 64-ე მუხლში განისაზღვრა დეკრეტული შვებულების ოდენობა ხელფასის ოდენობით, რაც ადრე არ იყო განსაზღვრული. კერძოდ, თუ მანამდე განსაზღრული იყო ზედა ზღვარი 600 ლარზე, ჩემი ინიციატივით განისაზღვრა და გაითვალა 1000 ლარი. მაგრამ ეს ეხებოდა მხოლოდ შრომით კოდექს და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ჩანაწერი არ იყო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ 84-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ საჯარო სამსახურის არა მარტო შტატიანი, არამედ შტატგარეშე თანამშრომლებიც, რაც მანამდე არ იყო. და მესამე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - 108 მუხლიდან ამოვიღეთ საჯარო სამსახურიდან ასაკის გამო მოხელის განთავისუფლების ნორმა. დაუშვებელია ასაკის გამო დისკრიმინაცია და ჩემი კატეგორიული მოთხოვნა სწორედ ამაში გამოიხატებოდა, რომ თუ მოხელე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც კვალიფიციურად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას , იგი სამსახურიდან არ უნდა განთავისუფლდეს. ჩემი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პენსიონერები იქნებიან დაცული საკანონმდებლო დონეზე. ანუ ისინი ასაკის გამო სამსახურიდან აღარ განთავისუფლდებიან.

 


- და 70, 80 წლამდე შეუძლიათ იმუშავონ?


- დიახ. თუ მანამდე 65 წლის შემდეგ ისინი თავისუფლდებოდნენ, ამჯერად ასაკი არ იქნება პირობა იმისა, რომ მხოლოდ ასაკის გამო იქნას პენსიონერი განთავისუფლებული.


- როდის შევა კანონი ძალაში?

 


- 2017 წლის 1 იანვრიდან.


წყარო:mediacity

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი