პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს სამი პაციენტი დატოვებს, დღის ბოლოს კი, ელოდებიან, რომ ათი პაციენტი გაეწერება.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები პაციენტი – 75. აქედან არის 58 ინფიცირებულია. სამი პაციენტი რამდენიმე წუთში კოვიდინფექციის გარეშე დატოვებს კლინიკას. რეანიმაციაში გვრჩება ოთხი პაციენტი, აქედან ერთი გადაგვყავს თერაპიულ განყოფილებაში, ანუ გვრჩება სამი პირი. ორი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმეა. ისინი იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ერთი პაციენტი მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან. რამდენიმე დღე დაველოდებით და ალბათ ორშაბათს გადავიყვანთ თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.