ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დედაქალაქის მერიისგან 600 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებს - 300 ლარი ჩაერიცხათ.
თბილისის მერიამ 9 მაისთან, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 149 ვეტერანს და ამ ომში მარჩენალდაკარგულ 51 პირს გაუწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.