თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის მხარდაჭერისთვის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მადლობას უხდის.
როგორც კახა კალაძემ პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება.
მისივე თქმით, ფონდმა ამისთვის 16 მილიონი ლარი ლარი გამოყო.
„ეკოლოგიურ მდგომარეობას დიდი ყურადღება ეთმობა. დღეს ფონდმა „ქართუმ“ 16 მილიონი გამოყო ამ პროექტის განსახორციელებლად. ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს დიდი მადლობა. მთაწმინდის ფერდი თბილისის გული და ფილტვებია. ეს ფერდობი კუს ტბის ტერიტორიასაც მოიცავს, ყველა ამჩნევს როგორი გადამხმარია. განახლება და რეაბილიტაცია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობისთვის საჭიროა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.