საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო დაკომპლექტებულია და უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა საბჭოს კანდიდატურების არჩევნების შემდეგ გააკეთა.
"ვუსურვებ მათ წარმატებებს ამ რთულ საქმეში. მათ საქმიანობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ რეფორმის წარმატებასთან დაკავშირებით, რაც ეროვნული ბანკის სისტემაში მოხდა და, რასაც იმედით ველით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტმა დღეს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრებად მთავრობის მიერ წარდგენილი ოთხი წევრი აირჩია. საბჭოში ასევე შევლენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო დანიშნავს.
რჩება ერთი ვაკანსია, რომელიც მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად მოგვიანებით იქნება წარდგენილი.
დღეს მმართველმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საბჭოს წევრად 5 წლის ვადით წარდგენილ ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურას, ხოლო 7 წლის ვადით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.