კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სასურსათო დახმარება გადაეცათ.
ბენეფიციარი 40 ოჯახი შერჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემდეგი კატეგორიების მიხედვით: მარტოხელა მოხუცების, უკიდურესად გაჭივრებულების და მრავალშვილიანი ოჯახები. პირველადი მოხმარების პროდუქტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ კოორდინირებული ქმედებით გადაეცა მოსახლეობას.
დევნილთა სასურსათო დახმარების აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.