ნინო ბურჯანაძე: ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმატებით მოატყუა ქართველი ხალხი
18-09-2015, 07:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური წლის დაწყება გვიწევს არა სერიოზული პოლიტიკური განხილვებით, არამედ იმ მასკარადზე საუბრით, რომლის მოწმენიც "ქართული ოცნების" წყალობით გავხდით. ეს მასკარადი კითხვის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობას, - ეს განცხადება  "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა, როგორც გაირკვა ამ პროცესის დაწყებას არც აპირებდა და ვერც ვერასოდეს შეძლებს.


"ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ატარებს ერთადერთ პოლიტიკურ კურსს, ეს გახლავთ არა ქვეყნის გამთლიანების და სამართლიანობის აღდგენის კურსი, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლების, რეაბილიტაციისა და გაძლიერების კურსი. ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, დამნაშავე ორგანიზაციის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სამარიდან წამოყენებას," - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.


ბურჯანაძის თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმატებით მოატყუა ქართველი ხალხი.

 


როგორც იგი აცხადებს, ეს ან უცხო ქვეყნების დაკვეთის შესრულება, ან მართლაც გარიგებაა. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ჰქონოდა პოლიტიკური ნება ქვეყანაში აღდგენილიყო სამართლიანობა და დასჯილიყვნენ დამნაშავენი, აუცილებლად დაიწყებდა 2008 წლის აგვისტოს ომის და თუნდაც 2011 წლის 26 მაისის გამოძიებას. მარტო ეს 2 საქმე ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებდა.


"თუ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მზადაა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დამკვიდრებული ტერორის, დამცირების, დაყაჩაღების და წამების შემდეგ ახლა უკვე შეეგუოს ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის ღალატს და მათი მხრიდან თითოეული ჩვენგანის დამცირებას, ჩვენ, მე და ჩემი თანაგუნდელები, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ვიბრძოდით ყოველგვარი გარიგებისა და შერიგების გარეშე, ნამდვილად არ ვაპირებთ ამას შევეგუოთ! ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და არ დავუშვებთ ხელისუფლებაში არც "ქართული ოცნების" და მით უმეტეს არც "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვინც ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, აღვადგენთ სამართლიანობას ყოველგვარი რევანშის გარეშე და ქვეყანას შევძენთ სახელმწიფოებრიობის ნიშნებს! დიახ, ჩვენ ამას გავაკეთებთ მიუხედავად იმ დიდი შეთქმულებისა, რომლის მსხვერპლიც დღეს ქართული სახელმწიფო და საქართველოს მოსახლეობაა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 1
#1   Tim
      
Exla gaigee. Akamde ar icodii
18 სექტემბერი 2015 13:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი