საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ დააკვირდება „როგორ დააკავებენ ახლა მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს“.
„ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები“, უთხრა ჟურნალისტებს გახარიამ.
მისი თქმით, უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევენ კონსულტაციებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო“ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას.
„რა თქმა უნდა, ქართველები და უკრაინელები ვართ არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ ჩვენ გვაკავშირებს დიდი, ბევრი წლის თანამშრომლობის ისტორია. ჩვენ ამ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ხალხებს შორის ძმობას კითხვის ნიშნის ქვეშ ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო არ დავაყენებთ. თუმცა, ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები ავანტიურისტებისგან. რადგან, სხვანაირად, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ სტრატეგიული და ძმური ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, თავიანთი პირადი გაურკვეველი ამბიციებისა და ეგოების გამო, რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას. მეორე მხრივ, ჩემთვის სამწუხაროა, რომ ისეთი გამოცდილების შემდგომ, როგორიც უკრაინას გააჩნია, კიდევ ერთხელ არის ეს“, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
მისი თქით, სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადაყენების შემდეგ, პირადად იყო ჩართული, რომ უკრაინასთან ურთიერთობა ნორმალურ ფარგლებში დაბრუნებულიყო. მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინასთან განწყობები საქართველოს არ დაუმალავს.
„ჩვენ ეს განწყობა არ დაგვიმალავს. გაურკვეველია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი სასამართლო სისტემის მიერ უკვე მსჯავრდებულ და მძიმე დანაშაულებისთვის მისჯილ ადამიანს ნიშნავს თანამდებობაზე. გასაგებია, რომ არ ინიშნება მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, ინიშნება რაღაც მრჩევლის თუ რაღაც საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს არის მაინც გაურკვეველი და ჩვენი ელჩის გამოწვევა სწორედ ამიტომაა.
ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს. ოდესის შემდგომ რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გარკვეული ისტორიების შემდგომ, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ, სტრატეგიული მეკავშირეობის ფარგლებში. პირადად ვიყავი ამაში ჩართული, პირადად ვიყავი კიევში ჩასული, პირადად მქონდა შეხვედრები. ახლა ელჩს ვიწვევთ, რადგან ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ, ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ხელი შეგვიშალონ და რისკის ქვეშ დააყენონ ეს ურთიერთობა. ეს ჩვენთვის არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი. ამ წინადადების შემდგომ აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს ეს, უნდა თქვას, რომ ასევე უზრუნველყოფს, რომ შემდგომში სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს და როგორ დააკავებენ ახლა მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.