ლევან დავითაშვილი: „ჩვენთვის არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა გარემოსდაცვითი მიმართულებით და ბუნებაზე ზრუნვის თვალსაზრისით”
09-05-2020, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენთვის არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა გარემოსდაცვითი მიმართულებით და ბუნებაზე ზრუნვის თვალსაზრისით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 

 

„ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში დეგრადირებული ურბანული ტყის განახლებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდს „ქართუ“ ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც ამ პროექტის დაფინანსებით ქალაქს უპრეცედენტო დახმარება გაუწია. ჩვენთვის  არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა გარემოსდაცვითი მიმართულებით და ბუნებაზე ზრუნვის თვალსაზრისით.

 


მადლობას  ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილობას მიიღებს პროექტის განხორციელებაში. შეკრებილია პატრიოტი ადამიანების ის გუნდი, რომლებიც გამორჩეული პროფესიონალები არიან ურბანული ტყის დაგეგმვის თუ პროექტის განხორციელების საქმეში. რა თქმა უნდა,  ჩვენი სამინისტრო, მისი ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და სპეციალისტი ამ პროექტის განხორციელების მონაწილე იქნება. 

 

 

ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული ტყის აღდგენა და იმ  პროექტის რეალიზება, რომელზეც ერთობლივად ვიმუშავეთ და რომელიც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს, გაალამაზებს, დადებითად იმოქმედებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. 

 

 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქალაქის ძირითადი ეკოლოგიური პრობლემა უკავშირდება მისი ჰაერის ხარისხს, რომელიც, დიდწილად, გამოწვეულია მცენარეული საფარის ნაკლებობით. 700 ჰექტარზე ახალი, ენდემური სახეობებით განაშენიანებული ტყე, ერთი მხრივ, შეცვლის ჩვენი ქალაქის იერსახეს, მეორე მხრივ, დადებითად აისახება გარემოზე და ჰაერზე.

 

 

მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას ამ პროექტის დაწყების ორგანიზებისა და განხორციელებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი