საფეხბურთო კლუბ "გურიას" მიერ გავრცელებულ განცხადებას ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე გამოეხმაურა
18-09-2015, 07:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფეხბურთო კლუბ "გურიას" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ზენაიშვილი  გამოეხმაურა. როგორც ზენაიშვილი ამბობს, ამ დღეებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და "გურიას" პრეზიდენტი, ზაზა ურუშაძე საკრებულოში სოლიდური თანხის მოთხოვნის წინადადებით შევა და საზიანო გადაწყვეტილების მიღებას შეეცდება.


"ლანჩხუთის გამგებელს მოწყალება მოუღია და საფეხბურთო კლუბ "გურიას" მწვრთნელის, გოგიჩაიშვილის გათავისუფლება გადაუფიქრებია. ბატონმა ურუშაძემ მწვრთლნელად, ვინც უნდა ის დანიშნოს, ლანჩხუთელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეს ნაკლებად აღელვებს. ოღონდ ბიუჯეტს ჩამოეხსნას, ორ მილიონამდე ლარი უკვე გახარჯულია, ნახევარი მილიონი კლუბის დაგროვილი ვალები აქვს ბიუჯეტს გადასახდელი და წლის ბოლომდე ნახევარ მილიონზე მეტი კიდევ დასჭირდება. ამ დღეებში ურუშაძე საკრებულოში შევა აღნიშნული თანხის მოთხოვნის წინადადებით. კიდევ ერთხელ შეეცდება "ჯიბის საკრებულოს" მიაღებინოს ლანჩხუთელთა უმრავლესობისათვის საზიანო გადაწყვეტილება.


როდემდე შეიძლება ამ და სხვა მრავალი უმსგავსობის მოთმენა?!


ზაზა ურუშაძე უნდა გადადგეს. აი, ერთადერთი გამოსავალი ამ მოჯადოებული წრიდან. მისი დარჩენა ვადის ამოწურვამდე გააპარტახებს რაიონს.


უკვე პროცესი დაწყებულია და ამ დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც მოამზადებს ნიადაგს მისი გადადგომისთვის", - აცხადებს ვახტანგ ზენაიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი