თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალ კორონავირუსზე გამოკვლევების რიცხვი, გაუტოლდება ევროპის ლიდერის, გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს და თუკი ადრე დღის განმავლობაში ორი-სამი ასეული ტესტი ტარდებოდა, ახლა უკვე 1500-ს გადაცდა ჩატარებული ტესტების რაოდენობა და მალე 3 000 იქნება.
„მალე ჩვენი გამოკვლევების რიცხვი, ასე ირწმუნებიან სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გაუტოლდება ევროპის ლიდერის, გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს. უკვე ორი ათასს მიაღწია ჩვენთან ტესტირების რაოდენობამ, გერმანიაში დღეში სამი ათასი ტესტი ტარდება. ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენთან იკვლევდნენ ცოტას, მაგრამ იკვლევდნენ იმას, ვინც საჭირო იყო. ეს სისტემა, რომელიც საქართველომ შემოიღო, სასწრაფო, ოჯახის ექიმი, ცხელების ცენტრი და კოვიდცენტრი, დამიჯერეთ, არც ერთ ევროპის ქვეყანას ეს წრე, ეს კასკადი არ ჰქონია. ცხელების ცენტრი საქართველოს ნოუჰაუა. ამან, როგორც ჩანს, იმუშავა, რადგან ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების არა, ეს მიუთითებს, რომ მცირე ტესტებითაც ვიკვლევდით იმ ავადმყოფებს, ვისი გამოკვლევაც იყო საჭირო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, დღესდღეობით კვლევა უტარდება ყველას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი.
„ჩვენთან დიდი რაოდენობით ტესტების თავიდან არქონას ვაკომპენსირებდით სწორი, მიზნობრივი კვლევით, რომ სამიზნე ჯგუფები ყოფილიყო შერჩეული სწორად. კვლევა უტარდებოდა მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. სადღეისოდ არსებული კვლევის პროტოკოლით, კვლევა უტარდება ყველას, ვისაც აქვს სიმპტომი, ასევე ვისაც აქვს სულ მცირე მიზეზი, რომ ჩაითვალოს რისკის ჯგუფად, ჰქონდა შეხება საეჭვო პაციენტთან, ჰქონდა შეხება უცხოელთან. კვლევა უტარდება ყველა მედიცინის მუშაკს, რადგან ისინი აღმოჩნდნენ მაღალი რისკის ჯგუფი. კვლევა უტარდება და უკვე ჩატარდა მოხუცთა თავშესაფარში. კვლევა ჩატარდება ძალოვან სტრუქტურებში, შეიარაღებულ ძალებში, ყველგან, სადაც საქმიანობის მიხედვით ორგანიზებული ჯგუფია, ანუ ისეთ სამსახურებში, სადაც მოქალაქეებს უწევთ ერთად ყოფნა. ყველა ასეთ ადგილებში ჩატარდება ტესტირება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
კითხვაზე, რა ტიპის კვლევები ჩატარდება, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფართოვდება „პი-სი-არ“ კვლევა.
„სამი ათასამდე „პი-სი-არ“ კვლევა უნდა ჩატარდეს, რომ გავიგოთ, ვინ არის ამ წუთში ავად. პირველი რიგის ამოცანა ეს არის. ვინ გადაიტანა, ეს საინტერესოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ახლა ჩვენ გვაინტერესებს ვინ არის ავად, რომ ვუმკურნალოთ. ამის პარალელურად შემდეგ ორგანიზებულ ჯგუფებში მედიცინის მუშაკებში, ჯარში, იგივე სხვადასხვა ჯგუფში, ჟურნალისტებთან ჩატარდება სწრაფი მარტივი მეთოდით, რათა გავიგოთ, ვინმეს ხომ არ გადაუტანია, რომ დავითვალოთ და ქვეყნის რუკა შევადგინოთ, რომ ვიცოდეთ ვის აქვს გადატანილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.