ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ თავისმა ძმამ თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი „კეთილსინდისიერად, მაღალი საბაზრო ფასით შეიძინა მისი კანონიერი მესაკუთრისაგან“, ხოლო „შეძენის მიზანი იყო უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და მსხვილი პროექტის განხორციელება“
10-05-2020, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის წევრი ახალქალაქისა და ნინოწმინიდის მაჟორიტარული ოლქიდან, „ქართული ოცნების“ წევრი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ თავისმა ძმამ, მარტუნ მკოიანმა და უცხოელი პარტნიორების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი „კეთილსინდისიერად, მაღალი საბაზრო ფასით შეიძინა მისი კანონიერი მესაკუთრისაგან“, ხოლო „შეძენის მიზანი იყო უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და მსხვილი პროექტის განხორციელება რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებით“ და „ამ პროექტზე მუშაობა ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს“.

 


„მიმდინარე წლის 8 მაისს ტელეარხზე „მედიაკავშირი ობიექტივი“ გადაცემაში „ნამდვილი ამბები“ ჩემს შესახებ გასულ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია მიწის ნაკვეთის გადაფორმების შესახებ საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. გადაფორმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. ობიექტური დაინტერესებული პირი დაინახავს, რომ მიწის ნაკვეთი მარტუნ მკოიანს უსასყიდლოდ არ გადასცემია ხელისუფლების მიერ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მარტუნ მკოიანისა და მისი უცხოელი პარტნიორების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა ნაკვეთი კეთილსინდისიერად, მაღალი საბაზრო ფასით შეიძინა მისი კანონიერი მესაკუთრისაგან. შეძენის მიზანი იყო უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და მსხვილი პროექტის განხორციელება რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებით. ამ პროექტზე მუშაობა ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

 


ხსენებული ტელეარხი არც დოკუმენტაციით დაინტერესდა, არც საინვესტიციო პროექტით. აშკარაა, რომ პროპაგანდისტული ტელევიზიისა და მასთან დაკავშირებული ყალბი საიფორმაციო სააგენტოების მიზანია ჩემი დისკრედიტაცია ახალქალაქის რაიონში „პატრიოტთა ალიანსის“ უავტორიტეტო მხარდამჭერის, სამველ პეტროსიანისათვის პარლამენტის დეპუტატობისაკენ გზის გასაწმენდად.

 


აღნიშნული ტელეარხი და მასთან დაკავშირებული ყალბი სააგენტოები ყოვლად უზნეოდ ავრცელებენ ყალბ ნიუსებს და ცდილობენ მისცენ მათ სკანდალური ელფერი. ამის მეორე მაგალითია ჩემზე სამველ პეტროსიანის თავდასხმის გაშუქების ფორმა.

 


მიმდინარე წლის 26 მარტს სამველ პეტროსიანი თავს დამესხა და პირველმა განახორციელა ჩემს მიმართ რამდენიმე გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. პეტროსიანს სამი გასროლის შემდეგ იარაღმა უმტყუნა. ასე რომ არ მომხდარიყო, შუადღეს, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავლობაში, პეტროსიანის მიერ გახსნილი ინტენსიური ცეცხლი აუცილებლად ვინმეს დააშავებდა. მე მხოლოდ თავს ვიცავდი, ვცდილობდი პეტროსიანის მოგერიებას, მაგრამ ხსენებულმა ტელეარხმა და სააგენტოებმა სამეთვალყურეო კამერის უწყვეტი კადრები დაანაწევრეს და ისე დაამონტაჟეს, რომ თავდამსხმელად მე წარმოაჩინეს“, წერს ენზელ მკოიანი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი