მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ/ზე, დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო ავტომობილი გადავარდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა, რის შემდეგაც, შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე გამოცხადნენ მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სამუშაოების შედეგად, მაშველების მიერ დეფორმირებული კაბინიდან გადმოყვანილი იქნა რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. მამაკაცს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები და იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი დახმარება.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.