გიგი უგულავას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. მან განაჩენი „თბილსერვისის“ და რიყის გახვისების საქმეზე უნდა გამოიტანოს. გადაწყვეტილება სავარაუდოდ უახლოეს საათებში გამოცხადდება.
"თბილსერვისის" საქმეზე გამოძიება უგულავას სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.
ცოტა ხნის წინათ უგულავამ სხდომაზე განაცხადა, რომ "პროკურორებს მიზნად აქვთ დასახული, რომ ივანიშვილს მზის ჩასვლამდე ჩააბარონ პატაკი".
"სასამართლოს დღის წესრიგს ივანიშვილი კი არა, გაუგებარი წარმონაქმნი მეჭიაური ადგენს. საბოლოო სიტყვის თქმას არ ვაპირებ და თუ განაჩენს ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის გარეშე გამოიტანენ, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა. პროკურორებს მიზნად აქვთ დასახული, რომ ივანიშვილს მზის ჩასვლამდე ჩააბარონ პატაკი, მზის ჩასვლამდე იმიტომ, რომ მერე ის იძინებს. ამ პატაკის ჩაბარება არის ის, რომ უგულავა დააბინავონ იქ, სადაც იყო აქამდე", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.