თბილისის საკრებულოს დეპუტატების გაწევ-გამოწევა და უცენზურო სიტყვები ტელეიმედში (ვიდეო)
15-02-2014, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციას" წამყვანის ინგა გრიგოლიას განცხადებით, სტუდიაში შექმნილი მადგომარეობის გამო, გადაცემის პირველი ბლოკის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი გახდა.

 

დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის საკითხზე გამართულ დებატებში მონაწილეობა თბილისის მთავრობის და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს, თუმცა საუბარი წამოძახილის და ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში წარიმართა და დებატები მაყურებლისთვის გაუგებარი გახდა.

 


კრწანისის რაიონის გამგებლის ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებით, "საკრებულოს უმრავლესობაში "ნაციონალური მოძრაობიდან" "დაპორტირებული" პირები საჭირო და არაკვალიფიციური განცხადებებით ცდილობენ ახალი ხელისუფლებისთვის საჭირო გახდნენ". მისივე თქმით, "ამ ადამიანების მიზანი არ არის ხალზე ზრუნვა და ისინი თბილსის მთავრობის მიზანმიმართულად დაშლას და საკუთარი თანამდებობების შენარჩუნებას ცდილობენ".

 

 

თბილისის მერიის წარმომადგენლების განცხადებებს საკრებულოს უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. ერთ-ერთი ფრაქციის წარმომადგენელმა გადაცემაში გია ხუროშვილის მეუღლის მანქანის ფოტო წარმოადგინა და განაცხადა, რომ საბურთალოს რაიონის გამგებლის მეუღლე დედაქალაქის მთავრობის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს. აღნიშნულს თავად გია ხუროშვილი გამოეხმაურა და განმარტა, რომ ფოტო სპეციალურად პროვოკაციის მიზნით საბურთალოს გამგეობაში მივლენილმა პირმა გადაიღო.

 

 

გადაცემა "რეაქციას" მიმდინარეობისას წამყვანმა არაერთხელ მოუწოდა სტუმრებს და აუდიოტრიას თავი შეეკავებინათ ადგილიდან წამოძახებისგან და რესპოდენტებისთვის საუბრის საშუალება მიეცათ, თუმცა ინგა გრიგოლიას მცდელობის მიუხედავად, სიტუაცია ვერ განიმუხტა.

 

 

"ასეთია სიტუაცია თბილისის საკრებულოში, ასეთია სიტუიაცია თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ეს არის ერთი თემა, რომელზეც მე მეგონა რომ თავშეკავებული იქნებოდა ყველა მხარე, სამწუხაროდ მე უნდა შევწყვიტო გადაცემა",- აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

 

 

გადაცემის პირველი ბლოკის შეწყვეტის შემდეგ დაპირისპირება ტელეკომპანია "იმედის" შენობის ფოიესა და ეზოში გაგრძელდა. საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან, აღნიშნული მოვლენების გადაღებისას, კონფლიქტში მონაწილე პირებმა "იმედის" გადამღთბ ჯგუფს კამერა დაუზიანეს.

 

                                          

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=4228&lang=geo 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი